Belive

მანჩესტერ სიტი ლაიფციგთან შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვალ ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალური შეხვედრები გაიმართება, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ლაიფციგი" დაუპირისპირდებიან.

პეპ გვარდიოლას გუნდი აღნიშნულ შეხვედრას საკმაოდ დიდი დანაკლისით ხვდება. "ქალაქელებმა" გამოაქვეყნეს 22 კაციანი შემადგენლობა, სადაც ლაპორტი, სტოუნსი და დე ბრუინი არ არიან.

შეგახსენებთ, რომ ეს ორი გუნდი გასულ წელს ერთ ჯგუფში ასპარეზობდა და ერთმანეთის წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება ორივე გუნდმა შეძლო. მანჩესტერელებმა პირველი შეხვედრა შინ 6:3 მოიგეს, ხოლო განმეორებითი მატჩი გერმანელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

"მანჩესტერ სიტისა" და "ლაიფციგის" დაპირისპირება 22 თებერვალს 23:55 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები