Belive

მანჩესტერ იუნაიტედს ტომას ლემარის შეძენა სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგი შემტევი ნახევარმცველი მადრიდის "ატლეტიკომ" 63 მილიონი ევროს სანაცვლოდ "მონაკოდან" შეიძინა. ლემარზე გაიცა არაერთი ავანსი, თუმცა სიტუაცია სახარბიელოდ არ წარიმართა. ტომასი უკმაყოფილოა მისი სათამაშო წუთების რაოდენობით და გუნდის დატოვება სურს. არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ ლემარი აუცილებლად წავა სეზონის დასრულების შემდეგ. "ESPN-ზე" დაყრდნობით ვიგებთ, რომ "ეშმაკები" ლემარის შეძენით აქტიურად არიან დაინტერესებული.  მანჩესტერელთა ხელმძღვანელობა, ფრანგი ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდა და ტრანსფერის თაობაზე მცირე დიალოგი გამართა. ტრანსფერის ალბათობას ისიც ზრდის, რომ ლემარი ვერანაირად ვერ მოერგო დიეგო სიმეონეს ტაქტიკას. სამწუხაროდ ფრანგის საფეხბურთო შესაძლებლობებში, ზედმეტი დაცვითი ფუნქციების შესრულება არ მოიძებნა. "მანჩესტერ იუნაიტედს" ტომასის შეძენა, ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როცა ფრანგი "მონაკოში" ასპარეზობდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა იმ დროს "ატლეტიკოში" გადაბარგება არჩია. ერთადერთი, რამაც შეიძლება ტრანსფერის განხორციელება გაართულოს, არის ფრანგის ფასი და კონტრაქტი. კონტრაქტის მიხედვით მსოფლიოს ჩემპიონმა "როხიბლანკოში" კიდევ 3 წელი უნდა დაჰყოს.  "იუნატედს" კი ლემარის შეძენა საკმაოდ ძვირი დაუჯდება.

სხვა სტატიები