Belive

მანჩესტერ იუნაიტედის ფანები ერლინგ ჰოლანდის დისკვალიფიკაციას ითხოვენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს მოითხოვენ, რომ ერლინგ ჰოლანდმა FA თასის ფინალში მონაწილეობა არ მიიღოს.

მანჩესტერული დერბი ინგლისის თასის ფინალში 3 ივნისს 18:00 საათზე არის ჩანიშნული. "წითელი ეშმაკები" ითხოვენ, რომ "ქალაქელთა" ნორვეგიელ თავდამსხმელს, კამერაში უცენზურო სიტყვის გამოყენების გამო, დისკვალიფიკაცია მიენიჭოს.

"მანჩესტერ სიტის" არაჩვეულებრივი შანსი აქვს, რომ სეზონში სამი მთავარი ტიტული მოიგოს. გვარდიოლას გუნდმა პრემიერ ლიგის მოგება უკვე შეძლო. ინგლისის უმაღლესი დივიზიონის ტიტულის აღმართვის შემდეგ, ჯეკ გრილიშს Sky Sports-ესაუბრებოდა, რა დროსაც მასთამ ჰოლანდი მივიდა და უთხრა, რომ ძალიან უყვარს. თუმცა, ნორვეგიელს ეს არც ისე ზრდილობიანად გამოუვიდა.

"იუნაიტედის" გულშემატკივრები თვლიან, ეს საკმარისია იმისათვის, რომ ჰოლანდს FA თასის ფინალში ასპარეზობის უფლება ჩამოერთვას.

მსგავსი სიტუაცია იყო, 2011 წელს, როცა უეინ რუნიმ პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვა გამოიყენა. მაშინ ინგლისელს ორ მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა, რის გამოც ფინალის გამოტოვება მოუწია.

"ჩემი შვილები Sky Sports-ს უყურებენ, რა სჭირს მას?! ამაზრზენი და სამარცხვინოა, მას მომავალ სეზონში თამაში უნდა აუკრძალონ." - წერს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

სხვა სტატიები