მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარმა სეზონური აბონიმენტი დაჭრა (ვიდეო)
მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროპის სუპერ ლიგის დამფუძნებელ კლუბებს შორის "მანჩესტერ იუნაიტედიც" მოხვდა, "წითელი ეშმაკების" ერთ-ერთმა ქომაგმა სეზონური აბონიმენტი დაჭრა და გადააგდო. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ევროპის სუპერ ლიგის დამაარსებელ 12 კლუბს შორის მყოფთა გულშემატკივრები თავიანთ საყვარელ გუნდებს პროტესტს სხვადასხვა ფორმით უცხადებენ. ასევე იხილეთ: Money, Money, Money” – ლივერპულის ფეხბურთელებს ABBA-ს ცნობილი ჰიტით დახვდნენ (ვიდეო) "1995 წლიდან ამ კლუბს ვგულშემატკივრობ, თუმცა თქვენ ჩემს ხმას ვეღარ გაიგონებთ, ვიდრე ამ ყველაფრის გავლენის ქვეშ იქნებით" - წერს გაბრაზებული ფანი Twitter-ში.
ევროპის სუპერ ლიგის შექმნას ხელი უკვე ევროპის 12-მა გრანდმა მოაწერა, რომელსაც კიდევ სამი კლუბი უნდა დაემატოს. საერთო ჯამში, ტურნირი 20 კლუბს გააერთიანებს, სადაც ხუთი ადგილი ვაკანტური იქნება და მას კლუბები შიდა ჩემპიონატებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით გაითამაშებენ.Held this since 1995. @ManUtd will not get another penny from me whilst you’re part of this shit OR owned by those twunts. #GlazersOut #SuperLeague #heartbroken pic.twitter.com/CwKT8VYslq — Ames 🔴🐝 (@UnitedAmyDoc) April 18, 2021