Belive

მანჩესტერ იუნაიტედი შეეგუა იმ ფაქტს, რომ რონალდუს დაკარგავს

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
არც თუ დიდი ხნის წინ, კრიშტიანუ რონალდუმ "მანჩესტერის" ხელმძღვანელობას წასვლის შესახებ აცნობა. 37 წლის ფეხბურთელმა მოულოდნელად განუცხადა კლუბს, რომ მის თავს "მანჩესტერისგან" მოშორებით ხედავს. თავდაპირველად, ინგლისური კლუბის თავკაცები ამტკიცებდნენ, რომ რონალდუს გაყიდვას არ აპირებდნენ, თუმცა ახლა თვლიან, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავის შენარჩუნება შეუძლებელია. SunSport-ის ცნობით, რონალდუს წარმომადგენლებმა კლუბის ახალ აღმასრულებელ დირექტორს რიჩარდ არნოლდს უთხრეს, რომ კრიშტიანუ არ დარჩებოდა, თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ მოახერხებდა. ახალმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰეგმა რონალდუს  "გიგანტი" უწოდა  და  სურვილი გამოთქვა, რომ ის კლუბში დარჩება. მაგრამ საბჭოსთან მოლაპარაკების შემდეგ, ჰოლანდიელმა  აღიარა, რომ მომავალ სეზონში პორტუგალიელი კლუბში აღარ იქნება.   12 წლის შემდეგ კრიშტიანუს დაბრუნება მანჩესტერში წარმატებული არ გამოდგა. მისმა "იუნაიტედში" გადასვლამ აშკარაა, რომ გუნდი ვერ გააძლიერა. მათ ვერცერთი შიდა ტურნირის მოგება ვერ შეძლეს და  გარდა ამისა, გუნდის ისტორიაში ყველაზე ცოტა ქულა დააგროვეს. მანჩესტერელებმა პრემიერ ლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავეს და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩნენ. სწორედ ამ გარემოებამ მიაღებინა რონალდუს ეს გადაწყვეტილება. 37 წლის ფეხბურთელი თვლის, რომ მას კვლავ შეუძლია მოიგოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი. ბევრ კლუბს სურს კრიშტიანუს დამატება, თუმცა მისი ხელფასისა და ამბიციების დაკმაყოფილებას ცოტა მათგანი თუ შეძლებს. ჭორების თანახმად, "ჩელსია" დაინტერესებული პორტუგალიელის დამატებით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდუს აგენტი ხორხე მენდეში, მოლაპარაკებებს აწარმოებდა  ლონდონური კლუბის  თანამფლობელთან ტოდ ბოლისთან. "მანჩესტერმა" განაახლა ვარჯიშები და ხვალ ავსტრალიასა და ტაილანდში გაფრინდებიან ტურნეს გასამართად, თუმცა კრიშტიანუ რონალდუს გარეშე.  

სხვა სტატიები