Belive

მანჩესტერ იუნაიტედი ახალი 100 000-ადგილიანი სტადიონის აშენებას გეგმავს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ იუნაიტედმა „ოლდ ტრაფორდის“ მახლობლად 10 ჰექტარზე მეტი ზომის მიწის ნაკვეთი შეიძინა, რათა ჯიმ რეტკლიფის ამბიციური პროექტი - „ჩრდილოეთის უემბლი“ რეალობად იქცეს. 

შეძენილი ტერიტორია მოქმედი სტადიონიდან დაახლოებით 350 მეტრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. მიწა კლუბმა კომპანია „Indurent“-სგან შეიძინა, რომელიც საინვესტიციო გიგანტ „Blackstone“-ის საკუთრებაშია.

კლუბის ახალი სტადიონის განვითარების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ახალი არენის „ოლდ ტრაფორდთან“ ახლოს აშენება გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი ტრადიციებისა და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა.

100 000 მაყურებელზე გათვლილი არენა მასშტაბური ურბანული განახლების პროექტის ცენტრალური ნაწილი იქნება. ეკონომიკური პროგნოზების თანახმად, პროექტი ყოველწლიურად 7 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტს შემატებს ქვეყნის ეკონომიკას. 

სხვა სტატიები