მამარდაშვილისთვის ბრძოლაში ლესტერიც ჩაერთო
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის გიორგი მამარდაშვილის შეძენით "ლესტერი" დაინტერესდა. ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ინგლისური კლუბისთვის გიორგი კარგი ვარიანტია.
ქართველის კარის დარაჯის შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედი” და ლონდონის “ტოტენჰემიც" ინტერესდება.
გიორგი მამარდაშვილს “ვალენსიას” მაისურით 2022/23 წლების სეზონში ლა ლიგაში, კოპა დელ რეიზე და ესპანეთის სუპერთასზე საერთო ჯამში 31 მატჩი აქვს ჩატარებული და 36 გოლი გაშვებული, შვიდ შეხვედრაში კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.