Belive

მალაგას ფანებმა პროტესტის უჩვეულო და სახალისო ფორმას მიმართეს

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022-23 წლების სეზონში, ლა ლიგა 2-ში კატასტროფული ასპარეზობის შედეგად, "მალაგა" ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონში დაქვეითდა. წლევანდელი სეზონისთვის მზადების პროცესში, ისტორიულმა კლუბმა 10 ფეხბურთელი დაიმატა, თუმცა, ყველა მათგანი თავისუფალი აგენტის სტატუსით და განსაკუთრებული ტრანსფერის განხორციელება ვერ შეძლო.

ჩაგდებული სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო ფანებმა პროტესტის უჩვეულო და სახალისო ფორმას მიმართეს. "მალაგას" ფანები აეროპორტში რიგით ვიზიტორს დახვდნენ, რომელსაც 69-ნომრიანი მაისური გადასცეს და სამახსოვრო ფოტოს გადაღება სთხოვეს.

გაკვირვებული ვიზიტორის კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.