Belive

მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი: "ფინალის შემდეგ გუნდი შეიცვალა, მაგრამ შანსს ბოლომდე გამოვიყენებთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს.
მოახლოებული შეხვედრის შესახებ კომენტარი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბლაგოია მიევსკიმ გააკეთა.

"ჩემი, როგორც მწვრთნელის ფოკუსი ყოველთვის საკუთარი გუნდის თამაშზეა მიმართული და არა მეტოქის. ჩემი გადმოსახედიდან გუნდური თამაში ყოველთვის უპირატესია, ვიდრე ინდივიდუალური და მეტოქესაც ამ მიმართულებით ვაფასებთ. საქართველოს ჰყავს ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და სხვა ფეხბურთელებიც, მაგრამ მათი მთავარი სიძლიერე გუნდური თამაშია.

ის გუნდი, რომელმაც 2020 წლის 12 ნოემბერს თბილისში ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა, ძალიან ძლიერი იყო, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც ძალიან კარგად გამოვედით და იტალიის ნაკრებიც დავამარცხეთ. რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს და გუნდის განახლება პრობლემებთანაა კავშირში. ერთა ლიგის ამ ჯგუფიდან გასვლის შანსი ისევ გვაქვს, და შევეცდებით, რომ საამისოდ ყველაფერი გავაკეთოთ. 

ჩემი, როგორც მწვრთნელის ფოკუსი ყოველთვის საკუთარი გუნდის თამაშზეა მიმართული და არა მეტოქის. ჩემი გადმოსახედიდან გუნდური თამაში ყოველთვის უპირატესია, ვიდრე ინდივიდუალური და მეტოქესაც ამ მიმართულებით ვაფასებთ. საქართველოს ჰყავს ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და სხვა ფეხბურთელებიც, მაგრამ მათი მთავარი სიძლიერე გუნდური თამაშია.

ის გუნდი, რომელმაც 2020 წლის 12 ნოემბერს თბილისში ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა, ძალიან ძლიერი იყო, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც ძალიან კარგად გამოვედით და იტალიის ნაკრებიც დავამარცხეთ. რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს და გუნდის განახლება პრობლემებთანაა კავშირში. ერთა ლიგის ამ ჯგუფიდან გასვლის შანსი ისევ გვაქვს, და შევეცდებით, რომ საამისოდ ყველაფერი გავაკეთოთ", - თქვა ბლაგოია მილევსკიმ.

უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს.​

სხვა სტატიები