Belive

მაკ ალისტერს ყოფილი მეგობარი გოგონა სასამართლოში უჩივის

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, ალექსის მაკ ალისტერის ყოფილმა მეგობარმა გოგონამ, კამილა მაიანმა, ფეხბურთელის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

მოდელი ,,ლივერპულის'' ფეხბურთელისგან მათი ხუთწლიანი ურთიერთობისთვის ფინანსურ კომპენსაციას ითხოვს. წყვილი ერთმანეთს დაახლოებით 2 წელია დაშორდა.

,,ჩემი გადაწყვეტილება გააზრებული და სამართლიანია! ჯერჯერობით გარკვეული არაფერია, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.

მაკ ალისტერის ფანების გამოხმაურება? ვიცი, რომ რაც უნდა ვთქვა, მათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით საკუთარი აზრი ექნებათ. მივხვდი, რომ მათი
დარწმუნება არ შემიძლია. უკვე ყველამ იცის, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი!'' - განაცხადა კამილა მაიანმა

მაიანის ადვოკატის თქმით, მისი კლიენტის მოთხოვნა სამართლიანია, რადგან კანონი ვრცელდება ყველა წყვილზე, რომელიც ერთად 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. მედიაში ჯერჯერობით არ სახელდება თანხა, რასაც კამილა მაიანი მაკ ალისტერისგან კომპენსაციის სახით ითხოვს.