Belive

მაგუაიერი: ,,მსაჯი მთელი მატჩის განმავლობაში ცუდად მუშაობდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველმა, ჰარი მაგუაიერმა, საფრანგეთთან წაგების შემდეგ, მატჩის მთავარი მსაჯი, ვილტონ სამპაიო, გააკრიტიკა:

,,მსაჯი მთელი შეხვედრის განმავლობაში ცუდად მუშაობდა. ცუდი არ იქნებოდა, გამოსულიყო და ეთქვა, ჰქონდა თუ არა კარგი მატჩი... პირველ ტაიმში ბევრი გადაწყვეტილება საფრანგეთის სასარგებლოდ მიიღო, მათი 5-6 ჯარიმა არ შეიმჩნია. კეინზე თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა, დიახ, საჯარიმოს გარეთ, მაგრამ ეს აშკარა ჯარიმა იყო.

მეორე ნახევარში პენალტი გადამოწმების გარეშე არ დანიშნა. ასეთ მნიშვნელოვან მატჩში მსაჯის თითოეული გადაწყვეტილება, შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს. სამწუხაროდ, სამპაიომ ამ შეხვედრაში კარგად ვერ იმსაჯა,'' - მაგუაიერის სიტყვებს beIN Sports-ი ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში საფრანგეთმა ინგლისს 2:1 მოუგო. მატჩის მიწურულს ჰარი კეინს გათანაბრება შეეძლო, თუმცა პენალტი ვერ გაიტანა.

ნახევარფინალში საფრანგეთის მეტოქე მაროკო იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში პორტუგალიას აჯობა.

სხვა სტატიები