მადრიდის რეალმა ანტონიო რუდიგერი წარადგინა
1 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
👍 @ToniRuediger 👍 ✅ Reconocimiento médico 📍 Hospital Universitario @Sanitas La Moraleja#WelcomeRüdiger pic.twitter.com/LaJ5ceCvgM
— Real Madrid C.F. (@realmadrid) June 20, 2022
გერმანელი მცველი დაცვის ცენტრში არსებულ კონკურენტულ გარემოს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს - დავიდ ალაბა და ედერ მილიტაო ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორები არიან, ესპანელი ნაჩო კი სათადარიგოთა სკამის მოთამაშედ განიხილება. რუდიგერის მონაცემების გათვალისწინებით, ლოგიკურია, რომ იგი ძირითადის შეუცვლელი წევრი გახდება და ამ ფონზე, საინტერესოა, თუ რა კომპრომისზე წავა გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი.
“ეს მისი გადაწყვეტილებაა. მე და კლუბმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ანტონიო გუნდში დარჩენილიყო, თუმცა გამოსავალი აღარ არის. რომ არა სანქციები, ჩვენ ბრძოლას მაინც შევძლებდით, თუმცა ჩვენ ხელები გვაქვს შეკრული. რუდიგერი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და ძალიან დაგვაკლდება. ის არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდს გასახდელში ენერგიას მატებს, რომელიც სეზონში 50-55 მატჩს უშეცდომოდ ჩაატარებს. ჩვენ პრობლემის წინაშე ვდგებით და გამოსავალი უნდა ვიპოვოთ”, – თქვა მისმა ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა.აქვე აღსანიშნავია, რომ მადრიდელებმა რუდიგერი სრულიად უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს.