"სანტიაგო ბერნაბეუს" ტუალეტებში ეკრანები დამონტაჟდება. ამითი მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელებმა გულშემატკივარს კომფორტი შეუქმნეს.
ნებისმიერ გულშემატკივარს, რომელიც სტადიონზე მდებარე ტუალეტებით ისარგებლებს, არ მოწყდება შეხვედრას და საყვარელი გუნდის თამაშის თითოეულ წამს ნახავს.
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა პროექტის დაწყებას სულ მალე გეგმავს.