Belive

მადრიდის რეალი მზადაა ლუნინი გუნდიდან გაუშვას

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალი" მზადაა უკრაინელი ანდრეი ლუნინი გუნდიდან გაუშვას, მათ ფასიც კი დააწესეს და ეს 30 მილიონ ევროს შეადგენს, ამის შესახებ ინფორმაცის ესპანური გამოცემა Marca აქვეყნებს.

ლუნინი ტიბო კურტუას შემცველელი იყო როდესაც ბელგიელს ტრავმა ჰქონდა. ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს უკრაინელი მეკარის ტრანსფერით "არსენალი" და "ჩელსი" იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ მადრიდული კლუბი აცხადებს, რომ არცერთისგან შეთავაზება არ მიუღიათ.

ლუნინს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს და მისი გაყიდვის შემთხვევაში "რეალი" კეპას შეძენას შეეცდება, რომელიც შარშან მადრიდულ გუნდში იჯარით ასპარეზობდა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ კეპამ საუდის არაბეთის შეთავაზებაზე უარი თქვა და დიდი ალბათობით სწორედ ესპანური კლუბისგან ელოდება შემოთავაზებას.

სხვა სტატიები