Belive

მადრიდის რეალი ლაიფციგში პირდაპირი რეისით ვერ ჩაფრინდა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

აეროპორტში გაფიცვის გამო, მადრიდის "რეალმა" "ლაიფციგთან" მატჩის მარშრუტი შეცვალა.

კვირას ლაიფციგისა და დრეზდენის აეროპორტების თანამშრომლები ვერდის პროფკავშირის მოწოდების შემდეგ გაიფიცნენ. მიზეზი ხელფასების გაზრდაზე უარი და 3000 ევროს ოდენობით ინფლაციის კომპენსაციაზე უარის თქმა გახდა(Mitteldeutsche Airport AG-ის თანამშრომლებისთვის). შედეგად, ლაიფციგის აეროპორტში 100-ზე მეტი სამგზავრო რეისი გაუქმდა.

Marca-ს ცნობით, ლაიფციგში დაშვების შეუძლებლობის გამო, მადრიდის რეალის თვითმფრინავი ერფურტში დაეშვა. მგზავრობის დარჩენილი 160 კმ მადრიდულმა გუნდმა ავტობუსით გაიარა.

ხვალ, 13 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში რეალისა და ლაიფციგის პირველი მატჩი გაიმართება. საპასუხო თამაში მადრიდში 6 მარტს ჩატარდება.

სხვა სტატიები