Belive

"მადლობა, რომ უფრო დიდი სირცხვილისგან გვიხსენი" - ლივერპულის ფანები მამარდაშვილს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

გალათასარაი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ლივერპულს დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა.

მართალია გიორგი მამარდაშვილმა კარის მშრალად შენახვა ვერ შეძლო, მაგრამ 3 რთული ბურთი მოიგერია და ლივერპული კიდევ უფრო დიდი სხვაობით მარცხისგან იხსნა.

მამარდაშვილის თამაშს ლივერპულის გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ და ქართველ კიპერს მადლობა გადაუხადეს.

  • მადლობა, რომ კიდევ უფრო დიდი სირცხვილისგან გვიხსენი.

  • დღის ერთადერთი პოზიტივი.

  • 4:0 უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან დიდებული თამაში ჩაატარა. გაგვიმართლა, რომ გვყავს.

  • მამარდაშვილმა გვიხსნა, რომ მინიმუმ 3:0 არ დავმარცხდით. ის ერთადერთია, რომელსაც მოედნის დატოვება თავაწეულს შეეძლო.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 19 მარტს, ენფილდზე გაიმართება.

სხვა სტატიები