Belive

"მადლობა ღმერთს, რომ ჯანმრთელობის მხრივ კარგად ვარ და იმედია მოედანს მალე დავუბრუნდები" - მესი

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა ამერიკის მოგების შემდეგ ლეო მესიმ თავის სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მიღებულ ტრავმაზეც გაამახვილა ყურადღება:

კოპა ამერიკა დასრულდა და პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ყველას შეტყობინებებისა და მოლოცვებისთვის. მადლობა ღმერთს, რომ ჯანმრთელობის მხრივ კარგად ვარ, იმედია მოედანს მალე დავუბრუნდები და კვლავ ვისიამოვნებ იმით რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ძალიან ბედნიერი ვარ განსაკუთრებით იმიტომ, რომ მიზანს მივაღწიეთ და ფიდე (დი მარია) კიდევ ერთი თასით გვტოვებს. ყველაზე დიდები, როგორც ის, ოტა (ოტამენდი) თუ მე, განსაკუთრებული მომენტებით და აღფრთოვანებით ვცხოვრობთ, სხვა თანაგუნდელებთან ერთად, რომლებიც ახალგაზრდები არიან და უკვე აქვთ რამდენიმე ტურნირის გამოცდილება. ჩვენ ვართ ერთი დიდი გუნდი და ოჯახი.

მადლობა ყველას, ვინც გვერდში გვიდგას, ამ ეროვნულ გუნდს შესანიშნავი აწმყო და მომავალი აქვს. - ლეო მესი
View this post on Instagram

A post shared by Leo Messi (@leomessi)

სხვა სტატიები