Belive

"მადლობა ღმერთს, რომ პენსიაზე გავედი",- სერ ალექსი ბედნიერია, რომ კლოპის ლივერპულთან დაპირისპირება არ უწევს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა "წითელი ეშმაკების" და "ლივერპულის" დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. შოტლანდიელი მოხარულია, რომ მას კლოპის "ლივერპულთან" დაპირისპირება არ უწევს. "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული 26 წლის მანძილზე სერ ალექსმა გუნდს 38 ტიტული მოაგებინა, მათ შორის, 13-ჯერ პრემიერ ლიგა და 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა. ფერგის წარმატება ინგლისურ ფეხბურთში განუსაზღვრელია, წლების განმავლობაში მან ნამდვილი დინასტია შექმნა. მის ხელში "იუნაიტედის" მოთამაშეების არაერთმა თაობამ გაიარა. შოტლანდიელი ყოველთვის ახერხებდა გუნდი სტაბილურად მაღალ დონეზე ეთამაშებინა. კვირას, 17 იანვარს, პრემიერ ლიგის მე-19 ტურში "ლივერპული" "იუნაიტედს" უმასპინძლებს. პრინციპული შეხვედრის მოლოდინში ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში კლოპის შემოქმედების თაყვანისმცემელია.
" "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება ყოველთვის სეზონის მთავარ თამაშად მიმაჩნდა. მარტივად, რომ ვთქვათ, თუ ამ გუნდების მიერ მოგებულ ტიტულებს შევკრებთ, ვნახავთ, რომ ისინი დიდი ბრიტანეთის ყველაზე წარმატებული კლუბები არიან". "ნათელია, რომ თუ "იუნაიტედს" რაიმეს მოგება სურს, მაშინ "ლივერპული" აუცილებლად უნდა დაამარცხოს. სიტუაცია ჩემი აბერდინში ყოფნის პერიოდის მსგავსია - იმისათვის, რომ რაიმე მომეგო, აუცილებლად უნდა დამემარცხებინა "სელტიკი" და "რეინჯერსი" ". "70-80-იან წლებში "ლივერპულის" წარმატება ფენომენალური იყო. იმისათვის, რომ მსგავსი წარმატებისთვის მიმეღწია, ძალიან რთული გზის გავლა დამჭირდა. ჩემი გეგმა კლუბის შენებასთან დაკავშირებით ხანგრძლივი იყო, თუმცა ამან საბოლოოდ შედეგი გამოიღო". "ახლა სამწვრთნელო კარიერას ჩამოშორებული ვარ და მადლობა ღმერთს, რომ პენსიაზე ვარ. ბოლო ორი წლის განმავლობაში "ლივერპულის" თამაში ფენომენალური იყო. ამ კლუბს ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი და ახლაც ასეა".
შოტლანდიელ სპეციალისტს კარგად ესმის, რომ მის ყოფილ გუნდს კლოპის "ლივერპულთან" ურთულესი შეხვედრა ელის. ორივე გუნდმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 17-17 შეხვედრა ჩაატარა. "იუნაიტედი" სატურნირო ცხრილს 36 ქულით ლიდერობს, მას 3 ქულით ჩამორჩება მე-2 პოზიციაზე მყოფი "ლივერპული".    

სხვა სტატიები