Belive

"მადლობა ამ ქვეყანას ყველაფრისთვის" - სანიოლის წერილი

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი აღარაა. ჩრდილოეთ ირლანდიასთან წაგების (0:1) შემდეგ, ფრანგ სპეციალისტს რამაზ სვანაძე შეცვლის, 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელი კი გიორგი ადამია იქნება (რამაზ სვანაძის ასისტენტი).

თითქმის 6-წლიანი მწვრთნელობის შემდეგ, ვილი სანიოლი ნაკრებს ემშვიდობება:

ძვირფასო საქართველო, გავიდა ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური გამოცდილებით, რომლებსაც მე მთელი ცხოვრება გულში ვატარებ. მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ჩემს მოთამაშეებს. თქვენ მომეცით შესაძლებლობა, განმეცადა ისეთი ემოციები, რომლებიც მანამდე არასდროს მიგრძვნია, და ისეთი მომენტები, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებ.

თუმცა, ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით.

აქ მხოლოდ კოლეგებსა და თანამოაზრეებს არ ვტოვებ, აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა. მეგობრობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგვაკავშირებს. საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება.

მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ. მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის. ნახვამდის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ შევხვდებით. - ვილი სანიოლის განცხადება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური, სწორედ ვილი სანიოლთან ერთად მოიპოვა. 2024 წლის ევროზე, საქართველო საუკეთესო 16 გუნდში მოხვდა.

სხვა სტატიები