Belive

LYONFOOT - "მიქაუტაძე სისტემატურად ივიწყებს თანაგუნდელებს, რომლებიც უკეთეს პოზიციაში არიან"

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩში, "რენისა" და "ლიონის" დაპირისპირება შედგა. რენში გამართული მატჩი გიორგი მიქაუტაძისა და "ლიონისთვის" წარუმატებელი გამოდგა - მიქაუტაძემ პენალტი ვერ გაიტანა, სტუმრები კი 3:0 დამარცხდნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ, LYONFOOT ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ქართველი ფორვარდის თამაში არც ისე სახარბიელოდაა შეფასებული.

მოუთმენლად ველით, როდის გაიტანს პირველ გოლს "ლიონის" მაისურით, რადგან ის ამითაა შეპყრობილი. იმდენად სურს გოლის გატანა, რომ სისტემატურად ივიწყებს თანაგუნდელებს, რომლებიც ზოგჯერ უკეთეს პოზიციაშიც კი იმყოფებიან. მიქაუტაძის მიერ გაფუჭებული პენალტი იმაზე მეტყველებს, რომ საკუთარ თავზე არსებულ ზეწოლას კარგად ვერ უმკლავდება. - LYONFOOT

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ "ლიონის" მაისურით პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და მთელი მატჩის განმავლობაში საკუთარი გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო. ქართველ ფორვარდს სადებიუტო მატჩშივე შეეძლო გატანილი გოლით თავის გამოჩენა, მაგრამ მისი პენალტი "რენის" მეკარემ მოიგერია.

სხვა სტატიები