Belive

ლუთონის ფეხბურთელი: ,,როცა ამ გუნდში მოვედი, სავარჯიშო ტერიტორია ძაღლების მოედანი იყო''

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგაში აღზევებული ,,ლუთონის'' ნახევარმცველმა, პელი რუდოკ მპანზუმ, განაცხადა, რომ 2013 წელს მისი გუნდი საჯარო მოედანზე ვარჯიშობდა, სადაც ხალხი ძაღლებთან ერთად დასეირნობდა:

,,სავარჯიშო ტერიტორია სინამდვილეში ძაღლების მოედანი იყო, სადაც ორი კარავი ერთმანეთის გვერდით იდგა. როცა ეს სტადიონი ვნახე, გავიფიქრე: ,,ოჰ, ღმერთო, ეს სულ სხვა ამბავია!''

ახლა ყველაფერი უფრო მაღალ დონეზე ავიდა. მივიღეთ ახალი მოედანი, ახალი სპორტული დარბაზი, იცვლება საკვები. ეს ყველაფერი ნაბიჯების გადადგმაში გვეხმარება,'' - მპანზუს სიტყვებს Daily Mail-ი ციტირებს.

დღეს ,,ლუთონ თაუნმა'' ,,ქოვენთრის'' პენალტების სერიაში მოუგო და პრემიერლიგაში აღზევდა.

როცა მპანზუ ,,ლუთონს'' შეუერთდა, მაშინ გუნდი ინგლისის რანგით მე-5 ლიგაში თამაშობდა.

View this post on Instagram

A post shared by ESPN FC (@espnfc)

სხვა სტატიები