ლუკაკუ, ჰაკიმი, პერიშიჩი | ინტერის ვარსკვლავების სკანდალური წვეულება
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ღამის 3 საათზე, მილანის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში შევიდნენ, რომელშიც რომელუ ლუკაკუს დაბადების დღის წვეულება იმართებოდა. ლუკაკუ და მასთან ერთად მყოფი 23 პირი იდენტიფიცირებულია - კოვიდ რეგულაციების დარღვევის გამო, მათ სანქციები დაეკისრებათ. რომელუ ლუკაკუს დაბადების დღის წვეულებაზე მისი თანაგუნდელები და სასტუმროს დირექტორიც იმყოფებოდნენ", - აღნიშნულია პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში.წვეულებაზე მყოფ პირთა სია ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა Corriere della Sera-ს მტკიცებით, წვეულებას აჰრაფ ჰაკიმი, ივან პერიშიჩი და ეშლი იანგი ესწრებოდნენ. ყველა მათგანმა წვეულება კარაბინიერების თანხლებით დატოვა.