Belive

ლუკა მოდრიჩის კიდევ ერთი მიღწევა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუკა მოდრიჩმა მადრიდის რეალის რიგებში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, კერძოდ - მოდრიჩი გახდა 35 წელს გადაცილებული ფეხბურთელი, რომელმაც სამეფო კლუბის მაისურით ყველაზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. მას შემდეგ, რაც მოდრიჩი 35 წლის გახდა, "რეალის" რიგებში 161 თამაში დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით მადრიდელების მეკარეს, ფრანცისკო ბუიოს გაასწრო. ბუიო "თეთრების" ღირსებას 1986 წლიდან 1997 წლამდე იცავდა.

ლა ლიგის უკანასკნელ ტურში "კადისთან" შეხვედრაში, რომელშიც "რეალმა" 3-0 მოიგო, ლუკა მოდრიჩმა 67 წუთი ითამაშა და როდრიგოს საგოლე პასი გაუკეთა.

"რეალ მადრიდმა" ამ მოგებით 35 ქულა დააგროვა და ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ადგილზეა, მას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება "ჟირონა", თუმცა დედაქალაქელებს ერთი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული.

სხვა სტატიები