Belive

ლუკა მოდრიჩის ძალიან დასაფასებელი საქციელი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხორვატიის მესამე ლიგის "კუროლოვეცის" ახალგაზრდა, ნიჭიერმა ფეხბურთელმა, ივან შჩეპინამ რამდენიმე თვის წინ მძიმე დაზიანება მიიღო, ის ამ სერიოზული ტრავმის შემდეგ თავისი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ყველაფერს აკეთებს. მოტივაციისთვის ლუკა მოდრიჩმა ახალგაზრდა ფეხბურთელს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა და მის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.

ხორვატმა ლეგენდამ ივანს 2018 წელს მოგებული ოქროს ბურთი გაუგზავნა და საშუალება მისცა პრესტიჟულ ჯილდოსთან ფოტოები გადაეღო. ამას გარდა მან ახალგაზრდა ფეხბურთელს ხელმოწერილი ბურთი და მადრიდის "რეალში" ნათამაშები თავისი ხელმოწერილი მაისური აჩუქა.