ლუკა მოდრიჩი: "ფორმის შენარჩუნების საიდუმლო საქმის სიყვარულშია"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურის მატჩში მოქმედ ჩემპიონ ნაპოლისთან გამარჯვების (2:1) შემდეგ, მილანის გამოცდილმა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა 40 წლის ასაკში მაღალ დონეზე თამაშის გაგრძელების შესახებ ისაუბრა, ოქროს ბურთის ხორვატმა გამარჯვებულმა თქვა, რომ მისი მთავარი მოტივაცია ფეხბურთის სიყვარულია.
"ყველაფერი თამაშის სიყვარულიდან მოდის. მე ნამდვილად მიყვარს ფეხბურთი. როცა ბავშვობის ფოტოებს ვუყურებ, ვხედავ, რომ იქ სულ ბურთით ვარ. ძალიან მიყვარს ფეხბურთი, სწორედ ეს მაძლევს მოტივაციას.
როცა ასეთ მატჩებს იგებ, განსაკუთრებული, უნიკალური გრძნობაა და მინდა, რომ კვლავ გავიმეორო. მოტივაცია ისევ მაქვს და გამარჯვება მსურს.
ფორმის შენარჩუნების საიდუმლო არ მაქვს. ყველაფერი საქმის სიყვარულიდან და თავდადებიდან მოდის. მიუხედავად იმისა ვინ ხარ და რა გაგიკეთებია, ფეხბურთში ყოველთვის საჭიროა, რომ საკუთარ თავზე იმუშაო. სწორედ ამიტომ ვარ მე ჯერ კიდევ ამ დონეზე", - ამბობს ლუკა მოდრიჩი.
მილანელები 5 ტურის შემდეგ დაგროვებული 12 ქულით იტალიის ჩემპიონატს ლიდერობენ და შემდეგ ტურში იუვენტუსთან სტუმრად, 5 ოქტომბერს უნდა ითამაშონ.