"ლუკა ლოჩოშვილი ნიურნბერგისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია" - Kicker
გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-12 ტურის შეხვედრაში ნიურნბერგი დინამო დრეზდენს დაუპირისპირდება, მატჩი ხვალ 21:30 საათზე გაიმართება, მაგრამ აღნიშნულ შეხვედრაში არ ითამაშებს ლუკა ლოჩოშვილი, მან ბრაუნშვაიგთან მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო და დაგროვებული გაფრთხილებების გამო ის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
გერმანული გამოცემა Kicker ქართველი ფეხბურთელის შესახებ წერს, სტატიაში აღნიშნულია, რომ ლოჩოშვილი ნიურნბერგისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
ნიურნბერგს დინამო დრეზდენთან თამაში დისკვალიფიცირებული ლუკა ლოჩოშვილის გარეშე მოუწევს.
თუ ნიურბერგში ლექსიკონს გახსნით და ტერმინს "მუდმივ სასტარტო მოთამაშეს" მოძებნით, მის გვერდით, სავარაუდოდ ლუკა ლოჩოშვილის სურათს იპოვით. ქართველმა ფეხბურთელმა, მეორე დივიზიონის ყველა თერთმეტ მატჩში ასპარეზობა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. ის მხოლოდ ერთხელ შეცვალეს, მე-7 ტურში ჰერტას წინააღმდეგ (70-ე წუთზე).
კაიზერსლაუტერნის წინააღმდეგ მან პენალტის მოპოვებაც კი შეძლო. მოკლედ, ლუკა ლოჩოშვილი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მაგრამ მომდევნო შეხვედრაში არ იქნება. მიროსლავ კლოზეს ამის გამო დაცვაში ცვლილებების შეტანა მოუწევს, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია, რომ ლოჩოშვილს ვეტერანი, რობინ კნოხე შეცვლის. - Kicker
💬 Miro #Klose:
— 1. FC Nürnberg (@1_fc_nuernberg) November 6, 2025
Die Personalsituation hat sich nicht verändert. Es stehen alle, bis auf die Langzeitverletzten, zur Verfügung. Wir haben uns intensiv Gedanken gemacht, wer den gesperrten #Lochoshvili ersetzen wird. Robin wird spielen. #fcn | #FCNPK pic.twitter.com/WqEEcvBScg
ნიურნბერგი ბუნდესლიგა 2-ის ცხრილში 12 ქულით მე-12 ადგილზეა (3 მოგება, 3 ფრე, 5 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი, როგორც უკვე აღვნიშნეთ დინამო დრეზდენის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი ხვალ ჩატარდება.