Belive

ლუკა იოვიჩის ტრანსფერზე რეალ ოვიედო და კრუზ აზული მუშაობენ

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერბი ფეხბურთელი ლუკა იოვიჩი, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა ბევრი კლუბის ინტერესის სფეროში მოექცა. 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს ლა ლიგა 1-ში ახლად აღზევებული რეალ ოვიედო, ისინი გაძლიერებას სწორედ სერბი ფორვარდით აპირებენ, ინფორმაციას Marca აქვეყნებს.

იოვიჩი ბოლოს მილანში ასპარეზობდა, მაგრამ კონტრაქტი დაუმთავრდა და შემტევი ფეხბურთელი ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსითაა, რეალ ოვიედოს კი სურს სწორედ ამ სიტუაციით ისარგებლოს და ფეხბურთელი წაიყვანოს, ისინი შეთავაზებას ამზადებენ.

რეალ ოვიედოს გარდა, ტრანსფერით დაინტერესებულია ასევე ესპანური ხეტაფე და მექსიკური კრუზ აზული. როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ვიგებთ ინფორმაციას ლუკა იოვიჩი ევროპაში დარჩენას ამჯობინებს, თუმცა ყველაფერი ფინანსურ საკითხთან იქნება დაკავშირებული.

სხვა სტატიები