Belive

ლუის ენრიკეს როდრიგოს შეძენა სურს, პარი სენ-ჟერმენი მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთო

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რეალ მადრიდის ბრაზილიელი ფეხბურთელის, როდრიგოს შეძენით დღითი დღე უფრო მეტი გუნდი ინტერესდება. ამჯერად მისი დამატება პარი სენ-ჟერმენს სურს. ESPN Brasil-ის ცნობით პსჟ ბოლო კლუბია, რომელმაც ბრაზილიელის მიმართ ინტერესი გამოხატა, პარიზული გუნდის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდნენ. პირველ რიგში მისი შეძენით ძალიან აქტიურობს ლუის ენრიკე.

სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით რეალი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 80 მილიონ ევროს ითხოვს, რის დაკმაყოფილებასაც პარი სენ-ჟერმენი აპირებს.

როდრიგოს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობენ არსენალი და ალ ნასრი, საუდის არაბეთის კლუბს მისი ყიდვა კრიშტიანუ რონალდუმ ურჩია.

ჯერჯერობით როდრიგოს ტრანსფერთან დაკავშირებით უახლოესი დეტალები არ არის ცნობილი, რადგან ფეხბურთელი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე თამაშობს. რეალი 1/2-ფინალში პსჟ-ს დაუპირისპირდება, მატჩი 9 ივლისს, 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები