Belive

ლუის ენრიკე: ,,რატომ დაარტყა პენალტი ბარკოლამ? აქამდე არასდროს გაუტანია და ვიფიქრე, რომ შანსი მიეცემოდა''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ატალანტასთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,გულშემატკივრების წინაშე ასეთი კარგი მატჩის ჩატარება ძალიან სასიამოვნოა. მეტოქის ზეწოლის დასაძლევად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ, რადგან ამ შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ.

ჩვენი ფეხბურთელების დონის გათვალისწინებით, მოულოდნელი არაფერია, უბრალოდ, თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას ვცდილობთ. ბევრი რამ სწორი მიმართულებით მიდის და გულშემატკივარს ეს ყველაფერი ახარებს.

არის თუ არა 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრა ჩვენი მიზანი? ასეთი მიზანი არ არსებობს... ჩვენი გრაფიკი სხვა გუნდებისგან განსხვავებულია - ჩვენი კალენდარი ყველაზე რთულია.

რატომ დაარტყა პენალტი ბარკოლამ? თერთმეტმეტრიანის შემსრულებელს მე ვირჩევ. ვიფიქრე, რომ ბარკოლას, რომელსაც პენალტი არასდროს გაუტანია, ამის შანსი მიეცემოდა. თუმცა, გუნდში პენალტის ბევრი შემსრულებელი გვყავს - ვიტინია, დემბელე, ნუნუ მენდეში, გონსალუ რამოში...

მარსელთან შეხვედრა? ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი ჩვენი კლუბისა და გულშემატკივრებისთვის. იმედია, ამ თამაშის მოსაგებად მზად ვიქნებით. ეს ფრანგული ფეხბურთის კლასიკაა. - ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პარი სენ ჟერმენმა ატალანტას უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ თავი ეფექტური გოლით გამოიჩინა.

პსჟ მომავალ შეხვედრას კვირას, 21 სექტემბერს, მარსელის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები