Belive

ლუის ენრიკე: "მერწმუნეთ, კილიან მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია..."

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პსჟ"-ს 53 წლის ესპანელმა თავკაცმა - ლუის ენრიკემ, ჩემპიონთა ლიგაზე "დორტმუნდთან" 2:0 გამარჯვების შემდეგ, პრესკონფერენციაზე კილიან მბაპეზე ისაუბრა.

ლუის ენრიკემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არასოდეს უნახავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც კილიან მბაპეა. 

"მერწმუნეთ, კილიან მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

მის ტექნიკურ უნარებზე მეტად, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ადამიანურმა ხარისხმა. სასიამოვნოა მისი ყოფნა გასახდელში - ის არის ლიდერი, რომელსაც სახეზე ყოველთვის ღიმილი და გამარჯვების მენტალიტეტი აქვს.

არასოდეს მითანამშრომლია ასეთ ძლიერ ფეხბურთელთან..."
- ლუის ენრიკე

შეგახსენებთ, რომ "პსჟ" ჩემპიონთა ლიგის ახალ გათემაშებაში F ჯგუფში ასპარეზობს, რომელიც "სიკვდილის ჯგუფად" არის მოხსენიებული. 

პირველი ტურის შემდეგ, პარიზელები 3 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები არიან. მეორე და მესამე ადგილს თითო-თითო ქულით "მილანი" და "ნიუკასლი" იყოფენ, ბოლო ადგილზე კი "დორტმუნდია" 0 ქულით. 

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, "პსჟ"-ს მეტოქე "ნიუკასლი" იქნება. "კაჭკაჭები" პარიზელებს 4 ოქტომბერს უმასპინძლებენ.  

სხვა სტატიები