Belive

ლუის ენრიკე: ,,იმედია, პარიზთან წაგება მოტივაცია იქნება იმისთვის, რომ ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგაზე მეტი გავაკეთოთ''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, ლილთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებით. ლილის თამაშის გაანალიზებისას, ვნახეთ, რომ მეტოქე კარგად მოქმედებს როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ. სახლში ვთამაშობთ და ეს კარგი მომენტია იმის გასაგებად თუ როგორ გავუმკლავდით საფრანგეთის თასზე მარცხს. ვიმედოვნებ, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ. ვიცით, რომ რთული მატჩი გველის, რადგან მათ წინააღმდეგ ყოველთვის ასეა. სატურნირო ცხრილში წინსვლისთვის გამარჯვება გვჭირდება.

ჩემი ფეხბურთელების ამჟამინდელ მდგომარეობას გასულ წელთან ვერ შევადარებ, რადგან ვიცოდით, რომ ეს სეზონი ფოკუსირებული აღდგენის პროცესზე იქნებოდა. თებერვალში, შესაძლოა, ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად ცოტა დრო გვქონდეს, მაგრამ ამას მივეჩვიეთ. იმედია, პარიზთან მარცხი მოტივაცია იქნება იმისთვის, რომ ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ.

აფრიკის ერთა თასის ფინალი? ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით (ჰაკიმი და მბაიე), რომლებიც ამ მატჩში ითამაშებენ. ამის ხილვა სასიამოვნოა, მაგრამ, ასევე, მათ დაბრუნებას მოუთმენლად ველი. სამწუხაროა, რომ გამარჯვებული მხოლოდ ერთი იქნება, მაგრამ ეს ჩვენი გუნდისთვის ნებისმიერ შემთხვევაში საამაყოა.'' - ლუის ენრიკე

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურში პარი სენ ჟერმენი ლილს უმასპინძლებს. მატჩი დღეს ღამით, 00:00 საათზეა ჩანიშნული.

17 ტურის შემდეგ, პსჟ 39 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა და ლიდერ ლანსს 1 ქულით ჩამორჩება, ლილი კი 32 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები