Belive

ლუის ენრიკე: ,,გუნდში არსებული კონკურენცია ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია''

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,შტუტგარტთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ისეთივე მშვიდი ვარ, როგორც ლიგის ყველა მატჩის წინ, რაც ნიშნავს, რომ თავს ბოლომდე მშვიდად არ ვგრძნობ. თუმცა, ამ ახალ ფორმატში სიურპრიზებისთვის მზად ვიყავით.

ფრე ორივე გუნდს აწყობს? გამოცდილება მეუბნება, რომ როცა დამოკიდებული ხარ იმაზე თუ რა ხდება სხვაგან, კონცენტრირებაში ხელი გეშლება. ვეცდებით ამ მატჩის მოგებას, ქულების აღებასა და უკეთესი პოზიციის დაკავებას. ბოლო ტურში ბევრი რამ არის შესაძლებელი, თუმცა ამაზე არ ვიფიქრებთ.

გუნდში არსებული კონკურენცია? პსჟ-მა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეტი რესურსი და ვარიანტი გვქონოდა. გუნდისთვის კონკურენცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რომ 100%-ით მზად უნდა იყვნენ. სწორედ ეს არის რამდენიმე ვარიანტის არსებობის მიზანი.

მე ყოველთვის მჯერა, რომ ჩემი გუნდი მოიგებს. ჩემს ფეხბურთელებს სწორედ ამას გადავცემ. თუმცა, ასეთ დროს, ასევე უნდა იცოდე, როგორ დაამშვიდო საკუთარი მოთამაშეები... განსაკუთრებით ისეთ ახალგაზრდა გუნდში, როგორიც პარი სენ ჟერმენია - უნდა იცოდე, როგორ მართო ზეწოლა.

შტუტგარტს უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ურთულესია. მატჩის გასაღები? შეხვედრის წინ ამის თქმას არ ვაპირებ, არ მინდა, რომ მეტოქე გუნდის მწვრთნელმა ამის შესახებ იცოდეს (იცინის). ამიტომ, ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ.

კვარაცხელიას მოსვლის შემდეგ, გვინდა თუ არა რომ დუემ 10-იანის პოზიციაზე ითამაშოს? ჩვენ ათიანით არ ვთამაშობთ, ნებისმიერს, ვინც ათიანია, აქ გაუჭირდება. განსხვავებული სისტემა გვაქვს, რომელშიც ყველა ფეხბურთელი მოედანზე სხვადასხვა სივრცეს იკავებს. მათგან ველი შეტევას, დაცვასა და გუნდის დახმარებას. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი იარაღი. როცა ხედავ, რომ სხვა ბევრს მუშაობს, შენც იმავეს გაკეთება გიწევს, რაც გუნდზე დადებითად აისახება. ეს თითოეული ფეხბურთელისგან გვჭირდება. ასე რომ, 9 ნომერი, 10 ნომერი, 11 ნომერი... სიტუაციას ასე არ ვაფასებთ.'' - ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,შტუტგარტს'' ესტუმრება. ქულის მოპოვების შემთხვევაში, ლუის ენრიკეს გუნდი საუკეთესო 24 გუნდში ადგილს ავტომატურად გაინაღდებს.

სხვა სტატიები