ლუის ენრიკე: ,,ეს მატჩი ცოტათი უცნაური იყო''
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ლევერკუზენთან მოგებული მატჩი შეაფასა:
,,განწყობა დადებითია, რადგან ძალიან კარგად ვითამაშეთ. რამდენიმე რეალური მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ. 2 ფეხბურთელის გაძევება და 10-10-ზე თამაში ცოტათი უცნაური იყო.
სტუმრად თამაში ყოველთვის რთულია, რადგან ატმოსფეროს გათვალისწინებით, ბევრი რამაა ისეთი, რისი გაკონტროლებაც არ შეგიძლია, თუმცა ჩვენი საქმე გავაკეთეთ და ჩემი გუნდით ვამაყობ.
უსმან დემბელეს დაბრუნება? მან ბარკოლას პასით გასულ სეზონში ბევრი გოლი გაიტანა და ამ კავშირის კვლავ ხილვა სასიამოვნოა. გვიხარია, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდნენ.
ამ სტილით თამაში უნდა გავაგრძელოთ, რაც გულშემატკივრებისთვის ძალიან მიმზიდველია. ვცდილობთ, რომ ამ სეზონში ყველაფერი მოვიგოთ. ჩვენი მიზანი რეალურია, თუმცა ეს რთული იქნება, რადგან უმაღლეს დონეზე კიდევ 4-5 გუნდია.
ახლა 1 ფეხბურთელზე საუბრის დრო არ არის, მაგრამ ვიტინია წარმოუდგენელია. ის ყოველთვის ხელმძღვანელობს იმას, რაც გუნდმა უნდა გააკეთოს. ბევრმა გამაკრიტიკა, როცა 6 ნომრად დავაყენე, მაგრამ მას თამაში ნებისმიერ ადგილას შეუძლია.'' - ლუის ენრიკე
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში პარი სენ ჟერმენმა ლევერკუზენს სტუმრად 7:2 მოუგო. პარიზელებს 3-დან 3 გამარჯვება აქვთ და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან.
ლუის ენრიკეს გუნდი მომავალ მატჩს შაბათს, 25 ოქტომბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ში, ბრესტის წინააღმდეგ გამართავს.
ℹ️🔴🔵⭐️ Luis Enrique en conférence de presse
— ParisSG INFOS (@Paris_sginfos) October 21, 2025
« Ce n'est pas le moment de parler d'un seul joueur mais Vitinha est incroyable. Il contrôle tout le temps ce que nous devons faire. C'est un joueur incroyable. »
« Beaucoup m'ont critiqué quand je le mets en numéro 6 mais il peut… pic.twitter.com/fuwTYvTCuv