ლუის ენრიკე: ,,ემოციური თვალსაზრისით ბარსელონა ჩემთვის განსაკუთრებული გუნდია''
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მონაკოსთან გამართული მატჩი შეაფასა:
,,ადვილი შეხვედრა არ იყო, განსაკუთრებით საწყისი წუთები, თუმცა ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ამის მიუხედავად, მომდევნო ეტაპზე გასვლა შევძელით.
ვითამაშეთ გუნდთან, რომელსაც მაღალი ხარისხის ფეხბურთელები ჰყავს და მათგან ნაკლებს არც ველოდით.
მომეწონა თუ არა, რაც დღეს ვნახე? არა, ასეთი მატჩები არ მომწონს, მაგრამ ეს ფეხბურთია. ლიგის მიმდინარე სეზონში წარმოუდგენელი გრაფიკი გვქონდა. პირველ ტაიმში არაზუსტები ვიყავით, მაგრამ მეორე ნახევარში ვდომინირებდით.
მომდევნო მეტოქე? თუ ვინმე მზადაა დიდ კლუბებთან სათამაშოდ, ეს ჩვენ ვართ. ჩელსი და ბარსელონა, არა? ცუდი არ არის... ემოციური თვალსაზრისით ბარსელონა ჩემთვის განსაკუთრებული გუნდია.
ასე უნდა გავაგრძელოთ - ჩვენი მიდგომა არ შეიცვლება და ყველა ტურნირის მოგებას ვეცდებით!'' - ლუის ენრიკე
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო შეხვედრა პსჟ-სა და მონაკოს შორის ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. შედეგად, ლუის ენრიკეს გუნდმა ორმატჩიან დაპირისპირებაში 5:4 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
პარი სენ ჟერმენი მერვედფინალში ლონდონის ჩელსის ან კატალონიის ბარსელონას დაუპირისპირდება.