Belive

ლუის ენრიკე: ,,ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა''

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მისი გუნდის მთავარ მიზანზე ისაუბრა:

,,ზეწოლა მომწონს. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს მეტოქეებს მეტი გამოცდილება აქვთ, არ ნიშნავს, რომ მათ დონეზე ვერ ვიქნებით. ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი მიზანია. იყო ამბიციური, ეს კარგია.

ჩემი სტილი ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. ვიყავი ფეხბურთელი, ვთამაშობდი ,,ბარსელონაში'', დიდ გუნდებში მიმუშავია, ვიცი, რომ ფეხბურთელები ეგოისტები და ჭკვიანები არიან. ისინი დაგეხმარებიან თუ გაიგებენ, რომ შენც მათ დასახმარებლად მიხვედი.

შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, ეს არც კი განიხილება... ეს ჩემი ფილოსოფიაა. ჩემი ამოცანაა, რომ ფეხბურთელებისგან მაქსიმალური მივიღო, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად,'' - განაცხადა ლუის ენრიკემ.

ლუის ენრიკე ,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარ მწვრთნელად დღეს დაინიშნა. ესპანელმა სპეციალისტმა გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხვა სტატიები