Belive

ლუის ენრიკე: ,,30 წელზე მეტია ფეხბურთში ვარ, მაგრამ ამის ახსნა არ შემიძლია''

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მადრიდის ,,ატლეტიკოსთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, მისი გუნდი მეტოქეზე ბევრად უკეთესი იყო და მისთვის შედეგი სრულიად აუხსნელია:

,,უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნის... ვფიქრობ, სამივე საშინაო მატჩში მეტოქეებზე ბევრად ძლიერები ვიყავით, მაგრამ ამჯერად არ გაგვიმართლა.

მუშაობას გავაგრძელებთ, 4 შეხვედრა დაგვრჩა და ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუმცა 30 წელზე მეტია ფეხბურთში ვარ და ამის ახსნა არ შემიძლია. ეს დიდი უიღბლობაა! მეტოქეზე უკეთესად ვითამაშეთ და შედეგი სრულიად უსამართლოა.'' - ლუის ენრიკე

ლუის ენრიკეს ჟურნალისტმა მისი ტაქტიკის ცვლილებასა და 9-იანით შესაძლო თამაშზე ჰკითხა, რაზეც ესპანელმა უპასუხა:

,,მომიყვანეთ ეს თავდამსხმელი, თუ გყავთ! სად ვიშოვო? მე ჩემი იდეების ერთგული ვრჩები. ყველა შედეგზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ!'' - ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ატლეტიკოს'' უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. პარიზული გუნდი, რომელიც 4 ქულით სატურნირო ცხრილის 25-ე პოზიციაზეა, ლიგის მომავალ მატჩს 26 ნოემბერს, მიუნხენის ,,ბაიერნთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები