ლუის დე ლა ფუენტემ ერთა ლიგისთვის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი მატჩისთვის, 27-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. "ლა როხა" 12 ნოემბერს პრაღაში, ჩეხეთს დაუპირისპირდება, 15 ნოემბერს კი მადრიდში, ინგლისის ნაკრებს უმასპინძლებს.
შემადგენლობაში მთავარი სიურპრიზი კომოს ცენტრალური მცველის, იაკობო რამონის გამოძახებაა. ის ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშებს და დაცვის ხაზში პაუ კუბარსის, დინ ჰაუსენისა და აიმერიკ ლაპორტის გვერდით იქნება.
ტრავმების გამო, განაცხადს ბარსელონას სამი ფეხბურთელი, ერიკ გარსია, დანი ოლმო და როდრი გამოაკლდნენ. სამაგიეროდ, ნაკრებს პედრო პორო და ჟოან გარსია დაუბრუნდნენ, რომლებმაც ფიზიკური ტრავმების გამო, წინა სანაკრებო პაუზა გამოტოვეს.
ესპანეთს პლეი-ოფში გასვლა უკვე განაღდებული აქვს, თუმცა ჯგუფში პირველი ადგილისთვის კვლავ იბრძვის. "ლა როხა" ინგლისს სამი ქულით უსწრებს და ამ წარმატებული სვლის გაგრძელებას ეცდება. ესპანეთი და ინგლისი ერთმანეთს "უემბლიზე" უკვე დაუპირისპირდნენ, სადაც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მეტოქე 3:2 დაამარცხა. ჩეხეთსა და ინგლისთან დადებითი შედეგები, ესპანეთს ფიფას რეიტინგში მსოფლიოს ნომერ პირველი ნაკრების სტატუსის შენარჩუნებაშიც დაეხმარება.
ნოემბრის მატჩებისთვის, ესპანეთის ნაკრების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: უნაი სიმონი, დავიდ რაია, ჟოან გარსია, ალვარო ვალესი.
დაცვა: აიმერიკ ლაპორტი, პაუ კუბარსი, მარკ პუბილი, დინ ჰაუსენი, პედრო პორო, იაკობო რამონი, მარკ კუკურელია, ალექს გრიმალდო.
ნახევარდაცვა: ფაბიან რუისი, პედრი, მიკელ მერინო, მარტინ სუბიმენდი, ალექს ბაენა, ფერმინ ლოპესი, პაბლო ბარიოსი, მარკ როკა.
თავდასხმა: მიკელ ოიარსაბალი, ფერან ტორესი, რობერტო ფერნანდესი, ლამინ იამალი, ნიკო უილიამსი, იერემი პინო, ანდერ ბარენჩეა.
🚨 𝗢𝗙𝗙𝗜𝗖𝗜𝗔𝗟: Spain’s squad for the upcoming UEFA Nations League matches! 🇪🇸
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) November 6, 2026
Goalkeepers: Unai Simón, David Raya, Joan García, Álvaro Valles.
Defenders: Laporte, Cubarsí, Marc Pubill, Huijsen, Pedro Porro, Jacobo Ramón, Cucurella, Grimaldo.
Midfielders: Fabián Ruiz,… pic.twitter.com/yKz77OvvqS