ლუის დე ლა ფუენტე: "სათადარიგოთა სკამზე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვყავს"
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში, პორტუგალიასთან გამარჯვებისა და პირინეული დერბის მოგების შემდეგ, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ გუნდის ერთიანობასა და სათადარიგოთა სკამზე მყოფი ფეხბურთელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი მოთამაშეები ისინი არიან, ვინც სათადარიგოთა სკამიდან შემოდიან. მერინოს ვუთხარი, რომ როგორც ყოველთვის, ისე უნდა ვითამაშოთ.
მისი პოზიცია ნახევარდაცვისა და თავდამსხმელისთვის მხარდაჭერაა. ვფიქრობდით, რომ მას გუნდისთვის საჭირო რიტმის და ენერგიის მიცემა შეეძლო.
ფეხბურთელების წვლილი სათადარიგოთა სკამიდან ოსტატური იყო. ჩვენ 26 ძალიან მაღალი დონის მოთამაშე გვყავს", - ამბობს ლუის დე ლა ფუენტე.
ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში აშშ-სა და ბელგიის ნაკრებების წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.