ლუის დე ლა ფუენტე: "ფავორიტებად მიგვიჩნევენ, მაგრამ ფავორიტი არ არსებობს"
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გარეთ საუთგეიტის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის დროც დადგა და პრესკონფერენცია გამართა. ლუის დე ლა ფუენტემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ძირითადად საუბარი იმაზე მოუხდა, რომ საკუთარ გუნდს ფავორიტად არ მიიჩნევს.
ჩვენ მშვიდად ვართ, არასდროს დაგვიკარგავს თავდაპირველად აღებული ორიენტაცია. ვიცით, რა სახის ანალიზს აკეთებენ ადამიანები გარეთ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ ჩვენებურად. ხვალ ფავორიტი არ არსებობს, ფინალი თანაბარი თამაშია, ფავორიტობის თემების განხილვა სათამაშო დაწესებულებებს დავუტოვოთ.
ვიცი, რომ თუ იმაზე უკეთ არ ვითამაშებთ, ვიდრე აქ მოსავლელად გავაკეთეთ, ვერ მოვიგებთ, თუმცა ჩემს ფეხბურთელებს აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა მაქსიმუმი გამოავლინონ. ინგლისს ექნება თავისი ძლიერი მხარეები, ჩვენ კი საკუთარს დავუპირისპირებთ.
ფეხბურთელებისგან ყოველთვის ბევრს მოვითხოვ, თუმცა არ ვაპირებ ხვალ მათ რაიმე განსაკუთრებული მოვთხოვო, რადგან მე ვხედავ მათ სახეებს, ვხედავ მათ სულს და არანაირი მოტივაცია არ სჭირდებათ. ჩვენ გვაქვს უფლება ვიამაყოთ იმით, რაც უკვე გავაკეთეთ, რადგან ეს აწმყოა, წინ კი უზარმაზარი მომავალი ჩანს.
ეროვნული ნაკრებით ასეთი აღფრთოვანებული მთელი ქვეყნის ნახვა, რაც არ უნდა მოხდეს, მშვენიერი გრძნობაა - განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ
ინგლისმა ნახევარფინალში ნიდერლანდების ნაკრებს, ბოლო წუთზე უოტკინსის მიერ გატანილი გოლით მოუგო (2:1), ესპანეთმა კი იმავე ანგარიშით დაამარცხა საფრანგეთის ეროვნული გუნდი.