Belive

ლუიჯი რივა 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიელი ფეხბურთის ლეგენდა, ლუიჯი რივა 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა.

რივა კარიერის განმავლობაში ,,ლენიანოსა'' და ,,კალიარიში'' თამაშობდა. თავდამსხმელმა სარდინიულ გუნდთან ერთად 1969-70 წლების სეზონში სერია A-ს მოგება შეძლო.

ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც 35 გოლით იტალიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, 1968 წელს ,,სკუადრა აძურასთან'' ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, 1970 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

სხვა სტატიები