Belive

ლოთარ მათეუსი: "მანუელ ნოიერი საკუთარ თავს აღარ ჰგავს - დროა წასვლაზე იფიქროს"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა და 1990 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა - ლოთარ მათეუსმა, "ბარსელონასა" და "ბაიერნის" მატჩი შეაფასა, სადაც ძირითადად მანუელ ნოიერის შეცდომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 38 წლის მეკარემ უკვე უნდა იფიქროს ფეხბურთიდან წასვლის შესახებ, რამაც გერმანულ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

"მე არავის ვაბრალებ გუშინ ბარსელონასთან მარცხს, ეს ყველა ამ გუნდის წევრის ბრალია, თუმცა თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც ვხედავდი ასეთ მანუელ ნოიერს.

თუ ადრე შეცდომას დაუშვებდა და ყველა მას იცავდა, დღეს იგი ამას აღარ იმსახურებს, რადგან 38 წლის არის და ყველანაირი გამოცდილება აქვს დაგროვებული, რომ ასეთი ელემენტარული შეცდომები აღარ დაუშვას.

მანუელ ნოიერი ამჟამად აღარ ჰგავს მანუელ ნოიერს. გუნდში მისი როლი რადიკალურად შეიცვალა და დროა, რომ ნელ-ნელა წასვლაზე იფიქროს..." - ლოთარ მათეუსი

კატალონიის "ბარსელონასა" და "ბაიერნის" მატჩში ყველაზე დაბალი შეფასება სწორედ მანუელ ნოიერმა მიიღო (5.3).

აქვე შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მანუელ ნოიერმა ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

სხვა სტატიები