Belive

ლოთარ მათეუსი: "ეს ბაიერნი არაფრისმომცემია, ჩემთვის ეს გუნდი ბაიერნს არ ჰგავს..."

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ლეგენდამ - ლოთარ მათეუსმა, "ბაიერნის" "ვერდერთან" დამარცხების შემდეგ კლუბზე და კლუბის შიდა სამზარეულოზე ისაუბრა და მწვავედაც გააკრიტიკა.

1990 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა აღიარა, რომ მას არ ესმის მიუნხენის "ბაიერნის" სატრანსფერო პოლიტიკა.

"ჩემთვის ეს ბაიერნი რეალური და უძლიერესი ბაიერნისგან ძალიან შორს არის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბაიერნი ყოველთვის იყო ახალგაზრდული კლუბი, მუდმივად ზრდიდნენ დიდებულ ფეხბურთელებს, რომლებიც შემდეგ მსოფლიო დონის ვარსკვლავები ხდებოდნენ.

დღეს ეს ყველაფერი ასე აღარ ხდება. ბოლო პერიოდში ალბათ ყველა ამჩნევს, რომ ისინი 30-31 წლის ფეხბურთელებს ყიდულობენ და მაქსიმუმ 1-2 წელიწადში გუნდიდან ან უშვებენ ან აგდებენ. გუნდის შენება ასე არ ხდება, თუ ბაიერნს სურს, რომ კიდევ უფრო დიდი გრანდი გახდეს, უნდა შეეშვას ასაკში შესული ფეხბუთელების დამატებას და აკადემია უნდა გააძლიეროს.

რა შუაში იყო ერიკ დაიერის ტრანსფერი ბაიერნში?! მე მას პიროვნულად არაფერს ვერჩი, თუმცა იგი 30 წლის არის და არანაირი გამოცდილება არ აქვს გერმანულ ფეხბურთში, 30 წელი კი ფეხბურთისთვის უკვე დიდი ასაკია.

გუნდის მესვეურებმა შეცდომა დაუშვეს, რომ კლუბიდან ბენჟამინ პავარი და იოსიპ სტანისიჩი გაუშვეს, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მათ ეგონათ შემცვლელ ფეხბურთელებს მალე მოიყვანდნე, თუმცა ასე არ მოხდა. ეს პოზიციები ჩავარდნილია და ახალგაზრდების მაგივრად იქ ასაკში შესული ფეხბურთელები დარბიან, რომლებსაც 90 წუთის თამაში სრულად არ შეუძლიათ.

მინდა ვინმემ შემდეგ კითხვაზე გამცეს პასუხი: "რატომ გადაწყვიტეს ბაიერნის მესვეურებმა, რომ კლუბში მოიყვანონ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც სხვა კლუბში სათადარიგოთა სკამზე სხედან...?!" - ლოთარ მათეუსი

შეგახსენებთ, რომ ლოთარ მათეუსი მიუნხენის "ბაიერნში" თავდაპირველად 1984-1988 წლებში თამაშობდა, სადაც 113 ჩატარებულ მატჩი 57 გოლის გატანა შეძლო. 1992 წელს კი იგი "ინტერიდან" კვლავ მიუნხენურ გრანდში დაბრუნდა, სადაც 189 მატჩი ჩაატარა და 28 გოლის გატანა შეძლო.

ლოთარ მათეუსი გერმანიის ნაკრებთან ერთად 1990 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, გარდა ამისა, ლოთარ მათეუსი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 5 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, მას შემდეგ კი მას: რაფა მარკესი, ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, გილერმო ოჩოა და ანდრეს გვარდადო გაუთანაბრდნენ.

სხვა სტატიები