Belive

ლორისი ტოტენჰემის დატოვებას აპირებს - ლონდონელებმა ფრანგის შემცვლელიც აირჩიეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალი მეკარის შეძენას აპირებს, ვინაიდან გუნდის ამჟამინდელი მთავარი გოლკიპერი, უგო ლორისი კლუბის შეცვლაზე ფიქრობს. როგორც იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო შირა Twitter- ზე წერს, "დეზების" ხელმძღვანელობამ უკვე მიმართა ტურინის "იუვენტუსს" ვოიცეხ შესნის შეძენასთან დაკავშირებით. "ბებერი ქალბატონი" მზად არის გაუშვას პოლონელი მეკარე, თუკი "მილანიდან" ჯანლუიჯი დონარუმას შეძენას მოახერხებს. უგო ლორისი "ნიცას" აკადემიის აღზრდილია და 2005-08 წლებში სწორედ ამ კლუბის მთავარი გუნდის კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, 2008 წლის ზაფხულში კი იგი 8.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ლიონში" გადაბარგდა. "ოლიმპიკში" გატარებული 4 სეზონის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების გოლკიპერი 15 მილიონად ლონდონურმა კლუბმა შეიძინა და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდიც სწორედ ფრანგ მეკარესთან ერთად გაიარა. საფრანგეთის ნაკრებისა და "ტოტენჰემის" კაპიტანი შესაძლოა სწორედ მშობლიურ კლუბში დაბრუნდეს. 34 წლის მეკარეს "ტოტენჰემში" 365 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 124-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო.

სხვა სტატიები