Belive

ლოჩოშვილი მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, რომელმაც ვოლფსბერგერი დატოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკანასკნელ დღეებში ავსტრიული და იტალიური სპორტული ტაბლოიდები ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერის შესახებ აქტიურად აპელირებენ - თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24 წლის უკანახაზელი "ვერონას" მაისურს მოირგებდა, თუმცა, თავად ფეხბურთელმა "კრემონეზეში" გადასვლა არჩია. საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ლოჩოშვილს, სერია A-ში ახლად აღზევებულ "კრემონეზეში" მეტი სათამაშო დრო ექნება. ქართველი ცენტრალური მცველის ტრანსფერის ღირებულება 1,6 მილიონი ევროა. transfermarkt.at-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "კრემონეზემ" ლოჩოშვილის ტრანსფერი სამშაბათს (9 აგვისტო) დაასრულა, თუმცა ამ დროისათვის გუნდებს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. აღსანიშნავია, რომ ლუკა ლოჩოშვილი მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია (1,6 მილიონი), რომელიც "ვოლფსბერგერმა" გაყიდა. 2020 წელს, ავსტრიელებმა იმ დროისათვის გუნდის ბომბარდირი შონ ვაისმანი "ვალიადოლიდს" 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიჰყიდეს. “დინამო თბილისის” აღზრდილ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში კიევის “დინამოს” მეორე გუნდში და სლოვაკურ “ჟილინაში” უთამაშია, ხოლო ავსტრიულ “ვოლფსბერგერს” 2020 წლის 24 აგვისტოს შეუერთდა და 69 მატჩში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.  

სხვა სტატიები