Belive

ლივერპულმა პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იურგენ კლოპის "ლივერპული" შესანიშნავ ფორმაშია - ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, გერმანელს გუნდი პრემიერლიგის ნანატრი ტიტულისკენ დიდი ნაბიჯებით მიჰყავს. მერსესაიდულ კლუბს 12 ტურის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონატში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდის სტატუსი აქვს და 11 გამარჯვებითა და 1 ფრით 34 ქულის მფლობელია - ეს რეკორდია! ამაზე მეტი, 12 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, პრემიერლიგის ისტორიაში არცერთ სხვა გუნდს მოუპოვებია. აქამდე, მსგავსი შედეგი "მანჩესტერ სიტის" ჰქონდა, 2011/12 და 2017/18 წლების სეზონში, პირველ ჯერზე "ქალაქელებმა" ტიტული ვერ მოიპოვეს. ჟოზე მოურინიოსა და ფეხბურთის ბევრი ექსპერტის აზრით, პრემიერლიგაში ყველაფერი გარკვეულია და უახლოეს მდევართან 8-ქულიანი ჰანდიკაპის მქონე "ლივერპული" ლიდერობას ბოლომდე შეინარჩუნებს.

სხვა სტატიები