ლივერპულის მფლობელებს ესპანური კლუბის შეძენა სურთ
ბრიტანული გამოცემის The Athletic-ის ცნობით "ლივერპულის" მფლობელები - FSG (Fenway Sports Group) ესპანეთის ლა ლიგა 2-ის კლუბის "მალაგას" შეძენას გეგმავენ. წყაროს ცნობით ისინი ესპანეთში უკვე იმყოფებოდნენ და კლუბის მდგომარეობაც შეაფასეს. მერსისაიდული გუნდის მფლობელები "მალაგას" 51% წილის შეძენას განიხილავენ, რომელიც შეიხ აბდულა ალ თანის მფლობელობაშია, დანარჩენი 49 პროცენტი ესპანური სასტუმროებისა და უძრავი ქონების ჯგუფს Blue Bay-ს ეკუთვნის
FSG-ს მფლობელობაში უკვე არის "ლივერპული", "ბოსტონ რედ სოქსი" და "პიტსბურგ პინგვინსი".
"მალაგა" ლა ლიგა 2-ის ცხრილში 42 ქულით მე-15 პოზიციაზეა და პირველადგილოსან "ლევანტეს" 17 ქულით ჩამორჩება.
🚨 EXCL: Liverpool owners FSG exploring purchase of Spanish club Malaga. Initial focus to buy majority shareholder Sheikh Abdullah Al Thani’s 51%. Delegation visited facilities in Feb to assess potential acquisition for multi-club model @TheAthleticFC #LFC https://t.co/nQCea1y77U
— David Ornstein (@David_Ornstein) March 29, 2025