Belive

"ლივერპულის ძირითადი მეკარეობისთვის ვიბრძოლებ" - გიორგი მამარდაშვილი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილი მომავალი სეზონიდან "ლივერპულის" კარს დაიცავს. ინგლისურმა გუნდმა ქართველი ფეხბურთელი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ ეს ტრანსფერი ბევრისთვის უცნაური აღმოჩნდა, რადგან "მერსისაიდელთა" ძელებს შორის ალისონ ბეკერი კვლავ დამაჯერებლად დგას. ქართველი გულშემატკივრის ნაწილი შიშობს, რომ მამარდას სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომა. 23 წლის კიპერმა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როცა "ლივერპულის" წარმომადგენლებს კონტრაქტის გასაფორმებლად შევხვდი, კლუბის პროექტით ძალიან მოვიხიბლე. ძირითადში თავის დასამკვიდრებლად ვიბრძოლებ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამჟამინდელი ძირითადის მეკარე გუნდს არ დატოვებს. - ამბობს გიორგი მამარდაშვილი

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გიორგი ჯერ კიდევ "ვალენსიას" რიგებში ირიცხება. მიუხედავად მამარდაშვილის დამაჯერებელი თამაშებისა, "ღამურები" არც ისე კარგად გამოიყურებიან. ლა ლიგის 9 ტურის შემდეგ, კლუბი გასავარდნ ზონაშია და ცხრილში მე-18 პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ რუბენ ბარახას გუნდმა ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო.

სხვა სტატიები