პარასკევს პრემიერ ლიგის ჩემპიონებმა ტიაგო ალკანტარას გაფორმება დაადასტურეს. "ლივერპულს" დიდი დრო არ დასჭირვებია შემდეგი ტრანსფერისთვის - ახლა მათ "მგლების" 23 წლის პორტუგალიელი შემტევის, დიოგო ჟოტას დამატება სურთ 45 მილიონ ფუნტ სტერლინგად.
"ლივერპულს" კიდევ ერთი თავდამსხმელი სჭირდება შემადგენლობის გასაძლიერებლად, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში სალაჰი, მანე და ფირმინო ირიცხებიან.
ჟოტამ "მგლების" შემადგენლობაში 131 შეხვედრა გამართა და 44 გატანილ გოლთან ერთად 19 საგოლე გადაცემაც მოაგროვა.
"ლივერპულის" მიერ დიოგო ჟოტას 45 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადაბირება "მგლების" მწვრთნელმა ნუნომაც დაადასტურა.
"მგლების" თავკაცის თქმით : "ლივერპულს" მშვენიერი მოთამაშე და კარგი ადამიანი დაემატება".