Belive

ლისანდრო მარტინესი: ,,მანჩესტერი იმიტომ ავირჩიე, რომ ეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მცველმა, ლისანდრო მარტინესმა, ინგლისურ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა:

,,მანჩესტერ იუნაიტედი იმიტომ ავირჩიე, რომ ეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. სულ ეს არის... ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება მარტივი იყო.

გულშემატკივრების მხარდაჭერას ყოველ მატჩში გრძნობ. ამ კლუბში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. ,,მანჩესტერის'' შესახებ ყველამ იცის, ამ გუნდს დიდი ისტორია აქვს,'' - განაცხადა მარტინესმა.

,,მანჩესტერ იუნაიტედმა'' ამსტერდამის ,,აიაქსს'' ლისანდრო მარტინესის სანაცვლოდ 60 მილიონ ფუნტამდე გადაუხადა. 24 წლის მცველმა ,,წითელ ეშმაკებთან'' ზაფხულში 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გასულ სეზონში არგენტინელმა ,,აიაქსის'' მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები