Belive

ლიონმა საფრანგეთის თასზე გაიმარჯვა | გიორგი მიქაუტაძის შეფასება

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის თასის 1/32 ეტაპზე, "ფეინიესა" და "ლიონის" დაპირისპირება შედგა. სათასო მატჩი მასპინძლების მარცხით, 1:2 დასრულდა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "ლიონის" ვარსკვლავი, გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მოედანზე 67-ე წუთზე, ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად შევიდა. 88-ე წუთზე მიქაუტაძემ ბენრაჰმას გადაცემით ისარგებლა და მეტოქის კარი აიღო.

მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე მხოლოდ 23 წუთი გაატარა, გიორგი მიქაუტაძემ ბრწყინვალედ ითამაშა და გატანილ გოლთან ერთად, ორ საჰაერო დუელშიც გაიმარჯვა. ავტორიტეტულმა ვებგვერდმა Sofascore-მ კი ქართველი შემტევის თამაში 7.4 ქულით შეაფასა.

მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძეს "ლიონის" მაისურით გატანილი 7 გოლი დაუგროვდა (4 ლიგა 1, 2 ევროპა ლიგა, 1 საფრანგეთის თასი).

სხვა სტატიები